logo
ENG



ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი გარდაიცვალა

03 ოქტ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 
nzdwe6ci4xtser2.png

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 69 ადამიანი დაინფიცირდა, - ამის შესახებ სპუტნიკ აბხაზია იუწყება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ვირუსით ასევე 1960 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 602 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა