ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვირუსზე კვლევა 55 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 9 პირს კორონავირუსი დაუდგინდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 143 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს კი, 3 ადამიანი ემსხვერპლა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში კორონვირუსის დიაგნოზით 36 ადამიანი მკურნალობს.