სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ცხელი ხაზით მიიღეს ცნობა, რომ 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.
უწყებს აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მომხდარზე უკვე აცნობეს, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.
სუს-ის განცხადებითვე, ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი დადგება 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.
ირაკლი ბებუას დე-ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას.