logo
ENG



ოკუპირებულ გალის რეგიონში უკვე მეორე დღეა ძლიერი ხანძარია - დამწვარია საცხოვრებელი სახლები

05 იან 202117:18
3 წუთის საკითხავი
clock 1270

ოკუპირებულ გალის რეგიონში უკვე მეორე დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლის აქტიური კერა ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელშია.

ადგილობრივები ფორმულასთან საუბარში ყვებიან, რომ ცეცხლი ტყის მასივში გუშინ გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სოფლებშიც გავრცელდა, ხანძრის შედეგად 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დამწვარი.

ასევე ადგილობრივების თქმით, განადგურებულია სახნავ-სათესები მიწები და თითქმის სრულადაა დამწვარი თხილის პლანტაციები.

ხანძრის ქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი, ასევე ხანძრისა და ძლიერი ქარის გამო რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება:

"ერთი იყო თავიდან, ქარმა მოიტანა და ორი სახლი დაიწვა, მესამეც არის პატარა სახლი, მაგრამ იქ არ ცხოვრობს არავინ. ხანძარი კიდევ არის, მაგრამ ჩვენ სოფელში არ არის. ტყეში ისევ არის და გვეშინია ძალიან. არ ვიცით როგორ იქნება ღამით ჩვენი ამბავი, ღმერთმა იცის",-აცხადებს ერთერთი ადგილობრივი.

ამ დროისთვის უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, ხანძრის გავრცელების ფართობი და ზუსტი მასშტაბი.


close დახურვა