logo
ENG



ოკუპირებულ დონეცკში აცხადებენ, რომ აზოვსტალის მიმართულებით შეტევა დაიწყო

19 აპრ 202211:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/jbyj157fml83q33.jpg

ოკუპირებული დონეცკში აცხადებენ, რომ მარიუპოლში აზოვსტალის მიმართულებით შეტევა დაიწყო. ამის შესახებ ე.წ. პოლიციის წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა.

"აზოვსტალი არის ინდუსტრიული ზონა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს [...] როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ობიექტის შესატევად სპეციალურად შერჩეული თავდასხმის ჯგუფების ნაწილმა უკვე დაიწყო მუშაობა, ამაში კარგად გვეხმარება რუსეთის ფედერაცია - ეს ავიაცია და არტილერიაა", - თქვა ბასურუნმა რუსულ სახელმწიფო არხზე.

მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ამბობს, რომ რუსული არმია ბომბავს არამხოლოდ აზოვსტალს, არამედ საცხოვრებელ რაიონებსაც.

აზოვსტალის ქარხანაში უკრაინელი მებრძოლები არიან გამაგრებულნი, მათ შორის აზოვის პოლკიდან. 18 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ქარხანაში სამოქალაქო პირებიც არიან, მათ შორის ქალები და ბავშვები.


close დახურვა