logo
ENG



ოკუპირებულ ზემო არცევთან რუსეთის ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

31 მარ 202222:04
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ ზემო არცევთან რუსეთის ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სუს-ის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების ცნობითმ, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად".


close დახურვა