logo
ENG



ოკუპირებულ ლუჰანსკს-დონეცკში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ

20 სექ 202209:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/4uqszkxz1xso7es.jpg

ლუჰანსკსა და დონეცკში რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარებას მოითხოვენ.

ოკუპირებული ლუჰანკის სახალხო პალატამ რეგიონის დე ფაქტო ლიდერეს, ლეონიდ პასეჩნკისა და ე.წ. პარლამენტს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით მიმართა. პალატის თავმჯდომარემ, ლინა ვოკალოვამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინელებმა "ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს". იგი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა რუსეთთან შეერთებას სრულად დაუჭერს მხარს, რაც რესპუბლიკის ტერიტორიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

რამდენიმე საათში მსგავსი მიმართვა გააკეთა ოკუპირებული დონეცკის სახალხო პალატამაც.

"გვსურს, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის რუსეთის საზღვარი იყოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე დაიწყეს. ლუჰანკის ოლქის ხელმძღვანელი, სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რეფერენდუმზე საუბარი კვლავ დაიწყეს იმის გამო, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ისინი ჩიხში შეიყვანა.

თავდაპირველად კრემლი ე.წ. რეფერენდუმების ჩატარებას 11 სექტემბერს რამდენიმე ოკუპირებულ რეგიონში გეგმევადა - ლუჰანსკისა და დონეცკის გარდა. თუმცაღა ფრონტზე განვითარებული მოვლენების გამო ე.წ. რეფერენდუმები გადაიდო.


close დახურვა