ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შენობაში აფეთქებას ემსხვერპლა დეპარტამენტის უფროსი, სერგეი გორენკო.
"სერგეი გორენკო დაიღუპა ლუჰანსკში გენერალური პროკურატურის შენობაში IED-ის [ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა] აფეთქების შედეგად." - განაცხადა ოკუპირებული ლუჰანსკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ვიტალი კისელევმა
მასთან ერთად დაიღუპა მისი მოადგილე, ეკატერინა სტეგლენკო.
უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკში ძლიერი აფეთქებების სერია მოხდა.
ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციული შენობიდან კვამლი ამოვიდა.
როგორც ოდესის OVA-ს სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა აღნიშნა, აფეთქებები, სავარაუდოდ, მოხდა რუსების მიერ დაკავებული რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან - სააპელაციო სასამართლოს მიდამოში.
რუსეთმა უკვე დაადანაშაულა უკრაინული ძალები თავდასხმაში.