logo
ENG



ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებები მოხდა

20 ოქტ 202310:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/o8s2qow7zvbhhpq.jpg

დღეს, გამთენიისას დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ივან ფედოროვი ადასტურებს.

მისი განცხადებით, ჯამში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი, რუსების მიერ სამხედრო ბაზად ქცეული აეროდრომიდან მოისმა.

"შუაღამის შემდეგ ქალაქის გარეთ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. ყველაზე ძლიერი ავიაგოროდოკის რაიონში იყო, სადაც დამპყრობლებმა აეროდრომზე თავიანთი სამხედრო ბაზა მოაწყვეს. მოსახლეობამ ტექნიკის გადაადგილების ხმაც გაიგო. დეტალებს ვაზუსტებთ“, - განაცხადა მერმა.


close დახურვა