logo
ENG



ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

15 იან 202412:37
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.

უწყების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

"ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს", - აღნიშნავენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს გატაცებული მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. სუს-ის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.


close დახურვა