logo
ENG



ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების შედეგებს ზელენსკი ფარსს უწოდებს

28 სექ 202208:44
3 წუთის საკითხავი
 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების შედეგებს ზელენსკი ფარსს უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ "რუსეთთან შეერთების" არალეგიტიმურ რეფერენდუმებს ფარსს უწოდებს. მისივე თქმით, ერთადერთი პასუხი უკრაინის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერაა.

"ამ ფარსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების იმიტაციასაც ვერ უწოდებ. შედეგების ნაცვლად რას დახატავდნენ, დიდი ხანია ვიცით. დაზვერვასაც კი არ სჭირდებოდა ზედმეტი გარჯა. ამ ფარსის შეთანხმებული რიცხვები მედიაში ისროლეს. რუსეთი არც კი იმალება", - ამბობს ზელენსკი.

რუსეთის სამთავრობო მედია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრემლის მიერ გამართული ე.წ რეფერენდუმების პირველად შედეგებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, უმრავლესობამ რუსეთთან შეერთებას "მისცა ხმა".

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ე.წ ხმების დაახლოებით მეხუთედია დათვლილი და რუსეთთან შეერთებაზე "თანხმობას" ხერსონის რეგიონში 97%-მა, ზაპოროჟიეში - 98%-მა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში - 98%-მა და ე.წ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკაშიც - 98%-მა მისცა ხმა.

უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ე.წ რეფერენდუმებს ყალბს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული.


close დახურვა