ცხინვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გამოცემა ეხო კავკაზას ცნობით, პროცესი ე.წ. უზენაეს სასამართლოში იმართება.
2020 წლის 24 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა, ოჯახს კი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.
ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია - მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან. გახელაძე ფეხშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.