logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ

26 მარ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/26/ly4nz50svlpe5py.jpg

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსი ჯარისკაცებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ იდეის ავტორი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ცოლი, ლინდა ქუმარიტოვია.

როგორც ქუმარიტოვი ამბობს, დახმარების პირველი ნაკადი მომდევნო კვირის ბოლოს გაიგზავნება. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებათ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს. 

"2008 წელს ჩვენ მხარი დაგვიჭირა რუსეთმა, ახლა ჩვენი მოვალეობაა მათ დავუჭიროთ მხარი", - განაცხადა მან.


close დახურვა