logo
ENG



ოკუპირებულ ცხინვალში წვრთნები მიმდინარეობს, ერგნეთში სროლის ხმა ისმის

31 მარ 202214:21
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწემის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

სოფელ ერგნეთში მცხოვრები მოქალაქეების თქმით, სროლის ხმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური გახდა.

"ეს ორი დღეა, რაც ძალიან გააქტიურდა ვარჯიშები ცხინვალში, ძალიან ცუდის მანიშნებელია. მაგონებს 8 აგვისტოს ომის დასაწყისს. ჩემი აზრით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ რაიმე პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


close დახურვა