logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გამოჯანმრთელდა

19 აპრ 202013:35
3 წუთის საკითხავი
 
hqv2p7b8d8tip40.jpg

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა - 50 წლამდე ქალი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ადასტურებს.

„ეს არ არის ბოლო ინფიცირებული პაციენტი. ის გამოჯანმრთელდა და უკვე დატოვა კლინიკა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

წესის მიხედვით, გამოჯანმრთელებული პაციენტი ორკვირიან კარანტინს გაივლის - ის ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გადავა.


close დახურვა