ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში "თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს" განიხილავენ.
28 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტით ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკოც იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო უწყებაში ელჩი დაიბარა. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.