logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ანქვაბი ბრუნდება

24 მარ 202020:57
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში ალექსანდრე ანქვაბი ბრუნდება. დე ფაქტო ექს პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება. გადაწყვეტილება ასლან ბჟანიამ მიიღო, რომელმაც ეგრეთ წოდებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

ალექსანდრე ანქვაბს ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტი 2011-2014 წლებში ეკავა. თუმცა დე ფაქტო თანამდებობა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ზეწოლით დატოვა. ანქვაბზე რამდენჯერმე განხორციელდა თავდასხმა. ბოლოს ეს 2012 წელს მოხდა. თავდამსხმელებმა ჯერ მისი მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლიც გაუხსნეს. მაშინ დე ფაქტო პრეზიდენტი გადარჩა. 2014 წელს კი ანქვაბი რაულ ხაჯიმბამ ჩაანაცვლა, რომელსაც კრემლთან უფრო კავშირები ჰქონდა. 


close დახურვა