ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი რუსეთში "სამუშაო ვიზიტით" ჩადის.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, სადაც "სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილება".
ალან გაგლოევთან ერთად, მოსკოვში მისი "ადმინისტრაციის უფროსი" ალან მარგიევი და "ვიცე-პრემიერი", "იუსტიციის მინისტრი" ალან ჯიოევი ჩავლენ.
გაგლოევი რუსეთს სამი "დეპუტატის" - დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის სკანდალის ფონზე სტუმრობს. მათ რუსეთში შესვლა 2049 წლამდე აეკრძალათ, ვითარებასთან დაკავშირებით, "სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა" სახელმწიფო დუმას და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წერილი გაუგზავნა.