logo
ENG



ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

10 აპრ 202210:36
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

პროცესი უკვე დაწყებულია. 

ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.

ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი

ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა. 

რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი". 


close დახურვა