ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშაა. ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, საოკუპაციო რეჟიმს არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ მათი დახმარება შესძლოს.
რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ოკუპირებული ახალგორი, ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისაგან შედგება, რაც რისკებს კიდევ უფრო ზრდის.
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას აკრიტიკებს და მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდებს. მით უმეტეს, რომ 2 უმძიმესი პაციენტი ახალგორიდან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხელისუფლების ძალისხმევის გარეშე გადმოიყვანეს.