ხერსონის ოლქის "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" უფროსის მოადგილემ [ასე უწოდებენ სამხედროების მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში], კირილ სტრემუსოვმა თქვა, რომ რეგიონი მიმართავს რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, რომ რეგიონი გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი.
"ქალაქი ხერსონი არის რუსეთი. არანაირი ხერსონის სახალხო რესპუბლიკა ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე არ შეიქმნება, ისევე როგორც არ ჩატარდება რეფერენდუმი. ეს იქნება ერთი განკარგულება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ხერსონის ოლქის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე და იქნება მოთხოვნა, რომ რეგიონი რუსეთის ფედერაციის სრულფასოვან რეგიონში შევიდეს". - განაცხადა სტრემუსოვისმა.
მსგავსი განცხადებები სტრემუსოვმა ადრე უკვე გააკეთა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ რეგიონი ცდილობს შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში:
"არავინ არავის არაფერს დააძალებს, მაგრამ პირველყოფილი რუსული მიწები უნდა დაუბრუნდეს კულტურისა და ღირებულებების ისტორიულ გეზს".