logo
ENG



ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან ურთიერთაღიარების შეთავაზება მიიღო

09 ივნ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/09/m4rd5zhw3byqu3r.jpg

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია Ria Novosti-ს ცნობით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა იემენისგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების და ურთიერთაღიარების შეთავაზება მიიღო.

ამის შესახებ სირიაში თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ ელჩმა ბაგრატ ხუტაბამ Ria Novosti-ს უთხრა.

„ჩვენ მივიღეთ ოფიციალური შეთავაზება იემენის რესპუბლიკისგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და ურთიერთაღიარებაზე. ჩვენ ამისთვის მადლიერნი ვართ. ჩვენ ვიცით, რომ იქ ახლა რთული სიტუაციაა, ფაქტობრივად სამოქალაქო ომია. და ჩვენ მივყვებით მოვლენათა განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ იემენში სიტუაცია დასტაბილურდება და მშვიდობიან კურსზე გადავა“ - განაცხადა ხუტაბამ.

მისი ცნობით, მას შემდეგ რაც იემენში სიტუაცია გაუმჯობესდება, ოკუპირებულ აფხაზეთსა და იემენს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასამყარებლად სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაზე დაიწყებენ მუშაობას.

 

close დახურვა