ივანიშვილის ფინანსური სვლები - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოლიგარქმა მტკვარი ჰესი გაყიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილის ობიექტებს ასხვისებს და უძრავ ქონებას ფულად აქცევს. ივანიშვილის ინტერესები მტკვარი ჰესში თანაინვესტირების ფონდით 2014 წლიდან არის წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ ივანიშვილმა პროკურატურის საშუალებით გამოძიება დააწყებინა საკუთარი ფონდის წინააღმდეგ, ახლა კი ობიექტი საერთოდ გაყიდა.