logo
ENG



ომბუდსმენი: გორის სოციალურ საცხოვრისში, სადაც 300-მდე პირი ცხოვრობს, სველი წერტილები არაა

04 მაი 202310:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/04/2oh1wjnbjzmwh4k.jpg
ფოტო: სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, გორის სოციალურ საცხოვრისში, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, სველი წერტილები არ არის.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში არ არის საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო.

"შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის თქმით, მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.


close დახურვა