logo
ENG



ომბუდსმენი: ტრანსგენდერ პატიმარს უარი უთხრეს მასზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებაზე

17 დეკ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/17/z25o4bwg2xl2687.jpg

სახალხო დამცველმა გენდერული იდენტობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს.

კერძოდ, საქმე ეხება ტრანსგენდერ პატიმარს, რომელსაც ომბუდსმენის ცნობით, უარი ეთქვა ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე და ვერც იმ ჰორმონალურ მკურნალობას იღებს, რასაც თავისუფლების დროს იღებდა.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მათ განცხადებით ტრანსგენდერმა პატიმარმა თავად მიმართა და მიუთითებდა, რომ პენიტენციური დაწესებულება არ აწვდიდა მის საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას. იგი დაწესებულებაში მოხვედრამდე გადიოდა ჰორმონალურ მკურნალობას.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მედიკამენტებით უწყვეტი უზრუნველყოფა, ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებაა.

"განმცხადებელს, მისი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, განსხვავებული, მის საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარის თქმით, ხდება მისი სპეციფიკური მახასიათებლების იგნორირება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პატიმარმა კონსულტაცია არა ზოგადი პროფილის, არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ენდოკრინოლოგისგან უნდა მიიღოს", - წერია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.


close დახურვა