სახალხო დამცველის აპარატმა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის პედაგოგის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის მასალების შესწავლა დაასრულა, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, კერზაიას საქმესთან დაკავშირებით ბოლო განხილვების დასრულების შემდეგ, ომბუდსმენის აპარატი საბოლოო პოზიციას დააფიქსირებს.
"ბატიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რას შეიძლება ეს ფაქტი დავუკავშირო. რაც შეეხება ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიებას, სახალხო დამცველმა დაასრულა შეწყვეტილი საქმის მასალების შესწავლა, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს გარკვეული საკითხები გასავლელი, პირადად ქალბატონი იას შვილთან, ბატონ ბაჩანა შენგელიასთან. ამ ბოლო საუბრების და შეჯერების შემდეგ, სახალხო დამცველი დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.