logo
ENG



ომბუდსმენი პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყალების კრიტერიუმები რაც შეიძლება დროულად შეიმუშავოს

07 ნოე 201912:33
3 წუთის საკითხავი
 
xrfk9pzzyb95rps.jpg

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პრეზიდენტს მოუწოდებს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კრიტერიუმები დროულად შეიმუშავოს. ამასთან, როგორც ომბუდსმენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მან შეწყალების კომისიაში ყოფნის დროს, თავისი ხმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისცა.

"შარშან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, როდესაც შეწყალების კომისიის წევრი ვიყავი და ჩემი ხმა მამალაძის შეწყალებას მივეცი. მიმაჩნია, რომ დღეს პრეზიდენტმა, მაშინ როდესაც ამდენი პატიმარი უკვე წელიწადია ელოდება შეწყალების პროცედურას, უნდა ჩამოაყალიბოს შესაბამისი კრიტერიუმები. რა თქმა უნდა კონკრეტულ ადამიანს, გამონაკლისის სახით, არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება. მოვუწოდებ პრეზიდენტს შეიმუშავოს შესაბამისი კრიტერიუმები დროულად და ჩამოაყალიბოს შეწყალების პროცედურები, რათა განიხილოს არა მარტო მამალაძის საქმე, არამედ სხვა პირების საქმეები, რომლებიც სამართლიანად ელოდებიან გადაწყვეტილება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

 


close დახურვა