logo
ENG



ომბუდსმენის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება

10 აგვ 202119:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/10/d4h76pg8uzul2c8.jpg

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დამოუკიდებლად დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, დახმარებას სთავაზობს.

"საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

 თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ!

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 664 997 ადამიანია აცრილი. აქედან სრულად ვაქცინირებულია 204 234.


close დახურვა