რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სახალხო დამცველის საკითხზე ? ეყოლება თუ არა ქვეყანას ახალი ომბუდსმენი და ვინ იქნება ის ? ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მესამე სექტორის რეკომენდაციები და დაბლოკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატები. უმრავლესობისა და ნაციონალური მოძრაობის დახურული საუბრების შესახებ დღეს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომელიც თავადაც სახალხო დამცველობის კანდიდატია. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა აცხადებს, რომ ხელს არ შეუწყობს პროცესს, რომელიც ოცნებისადმი ლოიალური კანდიდატის არჩევას გულისხმობს.
ომბუდსმენის არჩევნები - პროცესი ჩიხში
21 დეკ 202219:54
3 წუთის საკითხავი