პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა. ასევე, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბოლოო კენჭისყრაზე, რომელიც პლენარულ სხდომაზე ჩატარდება, 19-ვე კანდიდატს უყრიან კენჭს.