logo
ENG



ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა

31 ოქტ 202220:04
3 წუთის საკითხავი
 

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი - ქართული ოცნების ინტერესი ამ ორ საკითხს დიდად არ სცდება. მმართველმა პარტიამ დღეს ომბუდსმენობის კანდიდატებს მორიგი გამოკითხვა მოუწყო, ამჯერად ფეისბუქის ძველი სტატუსები არ გადაუმოწმებიათ. სახალხო დამცველობის მსურველებთან გასაუბრება კვირის ბოლოს დასრულდება, ამ ეტაპზე არ ჩანს რაიმე წინაპირობა იმის, რომ ივანიშვილის გუნდს და ოპოზიციას ერთი რჩეული ეყოლება. ომბუდსმენის არჩევას კი კონსენსუსი სჭირდება.


close დახურვა