logo
ENG



ომი ტერორთან - შაბათის ფორმულა

14 ოქტ 202320:35
3 წუთის საკითხავი
 

მოკლული და დამწვარი ჩვილები, გატაცებული ბავშვები, მოხუცები და ქალები. გაუპატიურებული და ნაწამები მოზარდები. განადგურებული და გადამწვარი ოჯახები - ჰამასის სისხლიან ტერორს, ისრაელის 1 200-ზე მეტი მოქალაქე შეეწირა. 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმა, მსხვერპლის რაოდენობით და სისასტიკის მასშტაბით, უკვე ჰოლოკოსტს შეადარეს; ასეთ მძიმე დროს, საკუთარი ოჯახის წევრების, ისრაელის და მსოფლიო მშვიდობისთვის, თბილისში მცხოვრები ებრაელები, საქართველოდან ლოცულობენ; თავდასხმა ისრაელის სამხრეთით 7 ოქტომბერს დილით დაიწყო. შაბათი ებრაული თემისთვის წმინდა დღეა და ტერორისტებმა საგანგებოდ შეარჩიეს შაბათი დილა, რადგან ამ დროს მოქალაქეები სახლებში ყველაზე დაუცველები იყვნენ. ისტორიული სამშობლოსგან შორს მყოფი ებრაელები - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში - საკუთარი მიწისა და სისხლის დასაცავად ბრუნდებიან. ისინი კი ვინც ამ მძიმე ჟამს სახლში ვერ ბრუნდებიან - შვებას სინაგოგაში და ლოცვაში პოულობენ. ახლა ყოველდღე - თბილისის დიდ სინაგოგასთან მიდიან და მემორიალთან სანთლებს ანთებენ, ყვავილებსა და სათამაშოებს ტოვებენ.


close დახურვა