logo
ENG



ომი უკრაინაში

16 აგვ 202420:16
3 წუთის საკითხავი
 

კურსკის ოლქში რუსეთი სულ უფრო მეტ დასახლებაზე კარგავს კონტროლს. გლუშკოვოს რაიონში თავდაცვის ძალები ხიდებს ანადგურებენ. 700 რუსი ჯარისკაცი ალყაშია. 30-ზე მეტი სოფელი კი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილი რჩება. კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაციის პარალელურად, უკრაინა რუსეთის სტრატეგიულ ობიექტების განადგურებას ცდილობს ანექსირებულ ყირიმშიც. მთავარი სამიზნე კვლავ ყირიმის ხიდია. განადგურებულია საბორნე გადასასვლელები და საზენიტო-სარაკეტო სისტემები ქერჩში. თავდაპირველად რუსეთის სამინისტრო მხოლოდ დრონებით შეტევაზე საუბრობდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ ყირიმზე იერიში უკრაინელებმა ატაკამსის 12 რაკეტით სცადეს. 


close დახურვა