ომი უკრაინაში და ნეიტრალიტეტის საფრთხე საქართველოსთვის, განცხადება მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა. მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას "თვენახევარი დარჩა", ამის შემდეგ კი უნდა შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. სააკაშვილის თქმით, მმართველი პარტიის მიზანია, ნეიტრალიტეტის გამოცხადება და ქვეყნის ოფიციალურად გადაქცევა რუსეთის ნაწილად. კონკრეტული მოწოდებები ისმოდა დარბაზში ოპოზიციის მიმართაც.