უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ 13 დღის განმავლობაში საქართველოში რუსეთის 18 700-მდე მოქალაქემ 23 300-მდე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაარეგისტრირა. მონაცემებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.
"მათგან, ყველაზე მეტი უძრავი ქონება - 23 945 ნივთზე, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს. ასევე, უკრაინის 3 350 მოქალაქის საკუთრების უფლება 4 423 უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა, ბელარუსის 538 რესპუბლიკის მოქალაქის საკუთრების უფლება - 603 უძრავ ნივთზე.
აღნიშნული საჯარო ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 3 თვის დაგვიანებით მოგვაწოდა და ისიც ხარვეზით, მხოლოდ წერილის გაგზავნის თარიღის დრომდე მდგომარეობით"- ნათქვამია განცხადებაში.