logo
ENG



ომის დაწყებიდან დღემდე, კიევის რეგიონში 1 202 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

02 მაი 202217:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/02/xh6poagp3lmhr3f.jpeg

რუსეთის მიერ კიევის რეგიონის დასახლებების ოკუპაციის დროს, სულ მცირე, 1 202 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

'სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულებს კიევის ოლქში. ამჟამად, გამომძიებლების მიერ გამოკვლეულია მშვიდობიანი მოქალაქეების 1 202 ცხედარი, რომელიც უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში სიკვდილის მიზეზის დასადგენად. მათგან 208 ადამიანის იდენტიფიკაცია, ამ დრომდე, არ მომხდარა', - განაცხადა ნებიტოვმა.

მისი თქმით, ახლა კრიმინალური პოლიცია მუშაობს დაღუპული პირების იდენტიფიკაციაზე, კერძოდ, ხდება დნმ-ის ანალიზის აღება, მონაცემები საერთო ბაზაში თავსდება, შემდეგ კი სამართალდამცველები თანამშრომლობენ ახლობლებთან ამ მონაცემების შესადარებლად.

უგზო-უკლოდ დაკარგულებზე საურისას ნებიტოვმა დააზუსტა, რომ დღეისთვის მათი რაოდენობა 300-ს შეადგენს, თუმცა მათ რიცხვს ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი ემატება.

ამასთანავე, ნებიტოვმა განაცხადა, რომ 29 აპრილის მდგომარეობით, კიევის რეგიონში რუსი სამხედროების მიერ მოკლული 1 187 მშვიდობიანი მოქალაქის იდენტიფიცირება მოხდა.


close დახურვა