უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 100 950 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 3005
- ჯავშანტექნიკა - 5986
- საარტილერიო სისტემა - 1984
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 414
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 212
- თვითმფრინავი - 283
- ვერტმფრენი - 267
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1698
- ფრთოსანი რაკეტა - 653
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4622
- სპეცტექნიკა - 178
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.