logo
ENG



ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა უკრაინაში 35 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურეს - უკრაინის შსს

28 დეკ 202209:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/28/wv192it6sikqj3b.jpg
3 მარტი, 2022 წელი - ბოროდიანკა, უკრაინა
Maksim Levin/Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 35 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურეს. 

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა ტელემარათონში ისაუბრა.

“ზოგადად უკრაინაში, ამჟამინდელი მონაცემებით, ინფორმაცია გვაქვს რუსეთის თავდასხმების შედეგად 35 000-ზე მეტი განადგურებული ობიექტის შესახებ. დაახლოებით 30 000-ის დაბომბვა შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა, 702 კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტს დაარტყეს. კონკრეტულად ვგულისხმობთ გაზსადენებს, ელექტროსადგურებს, ხიდებს და ა.შ” - განაცხადა ენინმა. 

მისი ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინის პოლიციაში 27 დასახლების დაბომბვის შესახებ შევიდა ინფორმაცია. მათგან უმეტესობა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის რეგიონებში დაფიქსირდა.

გარდა ამისა, უკრაინის ცნობით, რუსეთი ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკივისა და ხერსონის რეგიონებზე თავდასხმებს აგრძელებს. 

 

close დახურვა