logo
ENG



ომის დაწყებიდან უკრაინაში 221 ბავშვი დაიღუპა, 408 კი დაშავდა

05 მაი 202209:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/05/23pnez83hqbmhov.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 221 ბავშვი დაიღუპა, 408 კი დაშავდა.

"5 მაისის დილის მონაცემებით დაღუპული ბავშვების რიცხვი 221-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 405-მდე გაიზარდა", - აცხადებს პროკურორის ოფისი.

ყველაზე მეტი - 139 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაშავდა, კიევის რეგიონში კი 116.

რუსული ძალების დაბომბვის შედეგად 1 584 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, 118 კი მთლიანად განადგურდა.

 

close დახურვა