logo
ENG



ომის დაწყებიდან უკრაინაში პროფესიული საქმიანობისას 21 ჟურნალისტი დაიღუპა - უმაღლესი რადა

16 აპრ 202222:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/12d97u33ocbj65v.jpg

უკრაინის სიტყვის თავისუფლების კომიტეტის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 21 ჟურნალისტი დაიღუპა.

კომიტეტმა სამართალდამცველებს მოუწოდა ჟურნალისტების დაღუპვის შესახებ მონაცემები ზედმიწევნით შეავსონ.

"ვითხოვთ მსოფლიოს რეაქციას რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მკვლელობაზე. გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ", - ამბობენ კომიტეტში. 

უმაღლეს რადაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტები, ინფორმაციული ფრონტის მეომრები არიან და უკრაინის გამარჯვებაში შეუფასებელი წვლილი შეაქვთ.

რადა დაღუპული ჟურნალისტების სიასაც აქვეყნებს: პიერ ზაკჟევსკი, ალექსანდრა კუვშინოვა, ალექსანდრ ლიტკინ, პაველ ლი, სერგეი პუშენკო, ევგენი საკუნი, ბრენტ ენტონი რენო, ოქსანა ბაულინა, დილერბეკ შაკიროვი, ვიქტორ დედოვი, ვიქტორ დუდარი, ლილია გუმიანოვა, იური ოლეინიკი, ოლეგ იაკუნინი, მაქსიმ ლევინი, მანტას კვედრავიჩუსი, სერგეი ზაიკოვსკი, დენის კოტენკო, ევრგენი ბალი, რომან ნეჟიბორეცი, ზორესლავ ზამოისკი.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის ბრენტ რენო, რომელიც ამერიკის მოქალაქე იყო, უკრაინაში ჟურნალ Time-ს სარედაქციო დავალებას ასრულებდა.


close დახურვა