logo
ENG



ომის დაწყების დღიდან, რუსეთის ცოცხალი დანაკარგი 45 850 ჯარისკაცს შეადგენს

25 აგვ 202211:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/6g4tcq5tcqq2u8x.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, რუსეთის ცოცხალი დანაკარგი 45 850 ჯარისკაცს შეადგენს, მათ შორის 150 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

"მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს:

  • 1 929 ტანკს,
  • 4 245 ჯავშანმანქანას,
  • 1 037 საარტილერიო სისტემას,
  • 272 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას,
  • 148 საჰაერო თავდაცვის სისტემას,
  • 234 თვითმფრინავს,
  • 202 ვერტმფრენს,
  • 3160 ავტომობილსა და საწვავის ავზს,
  • 15 გემს/ნავს,
  • 828 უპილოტო საფრენ აპარატს,
  • 99 ერთეულ სპეცტექნიკას,
  • 196 ფრთოსან რაკეტას." - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

close დახურვა