ომის დაწყების შემდეგ აფრიკაში უკრაინიდან მარცვლეულის პირველი გემი ჩავიდა. ლიბანის დროში ქვეშ მცურავმა გემმა Brave Commander-მა ჯიბუტის პორტში 23 ათასი ტონა ხორბალი ჩაიტანა, რომელსაც შემდგომში ეთიოპიაში გააგზავნიან. შავი ზღვიდან ჯიბუტიმდე მოგზაურობას ორი კვირა დასჭირდა.
ხორბლის ტომრებში დაფასოებასა და სახმელეთო გზით ეთიოპიაში გადატანას ერთი კვირა დასჭირდება, სადაც 20 მილიონზე მეტ ადამიანს სასურსათო დახმარება სჭირდება.
ამ მარცვლეულის ხარჯები თანხა გაერომ აანაზღაურა, რადგან მისი მარაგები ლტოლვილების, კონფლიქტებისა და გვალვის შედეგად დევნილთა დასახმარებლად მცირდებოდა.
ომამდე გაეროს სასურსათო პროგრამა სასურსათო დახმარების სამ მეოთხედს უკრაინიდან და რუსეთიდან იღებდა.