ქართული ოცნების ორმაგი სტანდარტი და პიარი გმირების ხარჯზე. ღარიბაშვილმა ომის ვეტერნებს 22 დან 100 ლარამდე პენსიას გაუზარდა, თუმცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების ნაწილი რეალურად გაზრდილ პენსიას ვერ იღებს, მათ არჩევანის გაკეთება უწევთ: მეორე ჯგუფისთვის ინვალიდთათვის განსაზღვრულ 140-ლარიან და ომის ვეტერნობის 100 ლარიან შემწეობას შორის. ვეტერანების მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ქართული ოცნება სამხედრო მუზეუმისთვის 24 მილონი ლარის გამოყოფას მოითხოვს.
ომის ვეტერანი პენსიის გარეშე
19 ივლ 202220:07
3 წუთის საკითხავი