logo
ENG



ომის თვალები - დროება

13 მარ 202221:54
3 წუთის საკითხავი
 

თუ უკრაინაში ომამდე დაშა ასტაფიევას მსოფლიო ფლეიბოის ჟურნალიდან იცნობდა, ახლა ის ფაქტობრივად ფრონტის ხაზიდან გავიცანით. ფლეიბოის მოდელს კიევი არ დაუტოვებია და ის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ამზადებს საკვებს. გმირი ჯარის დასახმარებლად ყველა შრომობს, ვისაც როგორ შეუძლია და ეს იმ პირობებში, როდესაც პუტინის ბარბაროსული ომი არავის ინდობს, არავის -  ბავშვების სიცოცხლესაც კი. უდანაშაულო პატარა უკრაინელები საკუთარ სახლს მხოლოდ იმიტომ ტოვებენ, რომ გადარეულ პუტინს "რუსკი მირის" აკვიატებული იდეა არ ასვენებს. ვინც ევროპაში გაქცევა ვერ მოასწრო, სარდაფებში ამ დრომდე იმალება, ომს კი უკვე 80-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 


close დახურვა