ომის მეორე წლისთავთან დაკავშირებით დანიის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა. მეტე ფრედერიკსენს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლვივში უმასპინძლა.
ზელენსკიმ დანიის პრემიერთან ერთად გმირთა სასაფლაო მოინახულა და პატივი მიაგო უკრაინის დასაცავად ბრძოლაში დაღუპულ ჯარისკაცებს.
დანიის პრემიერის გარდა, ლვივში იმყოფება შეერთებული შტატების სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერიც.
მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანია არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპელ მოკავშირეებს აჩვენოს, რომ ამერიკა უკრაინის გვერდით დგას.