უკრაინის ხელისუფლება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, ასევე საერთაშორისო გაერთიანებასა და ორგანიზაციებს მიმართავს-გააკეთონ ყველაფერი, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის პასუხი აგოს. საერთაშორისო ნორმების დარღვევისა და უკრაინელი ერის გენოციდის მორიგ მტკიცებულებად ოფიციალური კიევი ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო-მასალას მიიჩნევს, რომელიც ასახავს, როგორ დასაჯეს სიკვდილით უკრაინელი ტყვე.