გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის პირისპირ დარჩენილი ონკოლოგიური პაციენტები. დაფინანსების დაგვიანება და წამლების დეფიციტი - როგორ ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები კიბოს დიაგნოზით. მიუხედავად იმისა რომ ონკოლოგიური პაციენტები უკვე რამდენიმე თვე იბრძვიან, რომ სახელმწიფოსგან ჯანმრთელობის დაცვის სრულფასოვანი დახმარება მიიღონ, პასუხი ქართული ოცნების ხელისუფლებისგან მათთვის ისევ ბუნდოვანია. გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში - ონკოპაციენტებთან შეხვედრა შედგა. კიბოთი დაავადებულებს არც მინისტრი და რაც მისი მოადგილე შეხვედრია, პაციენტებთან ზედაპირული გასაუბრებით შემოიფარგლა - სამინისტროს რიგითი წარმომადგენელი. თუმცა პასუხი არ მიუღიათ, როგორ შეძლებენ ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენას. სანამ ხელისუფლება ცრუ დაპირებებს გასცემს, საქართველოს მოქალაქეების 9 პროცენტს, რომელსაც მძიმე დიაგნოზი აქვს - პასუხი არ აქვთ, როდის შეძლებენ სრულფასოვან მკურნალობას და მძიმე სენის დამარცხებას, რომელთან ბრძოლაც კოლოსალური თანხები უჯდებათ.
ონკოლოგიური პაციენტების ბედი - შაბათის ფორმულა
17 თებ 202420:27
3 წუთის საკითხავი