აზარაშვილის განცხადების მთავარი სამიზნე და მთავარი დაზარალებულები, ონკოლოგები და ონკოპაციენტები აღმოჩნდნენ. მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე, სიცოცხლისთვის იბრძვიან და სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდებიან, ახლა კითხვებზე პასუხებს ვეღარ იღებენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ სახელმწიფომ სიკვდილის დიაგნოზი დაუსვა. 360 ათას პაციენტს აზარაშვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაჰპირდა რომ - სახელმწიფო 25 000-ლარიანი სიცოცხლის ლიმიტს მოხსნიდა და პაციენტებს ინდივიდუალურად, საჭიროებისამებრ დააფინანსებდა.
ონკოპაციენტები - შაბათს ფორმულა
09 მარ 202420:50
3 წუთის საკითხავი