logo
ENG



ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს - ისინი კობახიძეს წერილით მიმართავენ

12 თებ 202414:52
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის კანცელარიასთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში წერილი დატოვეს. ასობით ონკოპაციენტი მკურნალობის სრულად დაფინანსებას ითხოვს.

მთავრობის მოქმედი პროგრამა გულისხმობს წლიურად მხოლოდ 25 000-იან ლიმიტს, რაც ხშირ შემთხვევაში, გადასხმისთვის და სხვა საჭირო პროცედურებისთვისაც არ არის საკმარისი.

მთავარი მოთხოვნა დაწესებული ლიმიტის მოხსნა და ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებაა მათი საჭიროების მიხედვით.

აქციაზე შეკრებილების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.


close დახურვა