logo
ENG



ონლაინ თამაშების სათავეში დგას ივანიშვილი - შალვა ნათელაშვილი

31 ოქტ 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
npjhqy53khzeyaw.png

ლეიბორისტებმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ სპეციალური ბრიფინგი გამართეს. პარტია, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ონლაინ თამაშების აკრძალვასა და კაზინოების დასახლებული პუნქტებიდან გატანას აპირებს. შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კაზინოებში საქართველოს მოქალაქეებს თამაში აეკრძალებათ. მისი თქმით, დღეს ქვეყანას და ახალგაზრდობას ორი მტერი ჰყავს - ოკუპაცია და აზარტული თამაშები, პირამიდის სათავეში კი ბიძინა ივანიშვილი დგას. 

„აზარტულმა თამაშებმა შეიძლება ითქვას თაობები შეიწირა. ეს ყველაფერი მოიფრქვევა და მოედინება უხვად შექმნილი კაზინოებიდან, ონლაინ თამაშებიდან რომელთა პირამიდის სათავეში დგას ქვეყნის ფაქტობრივი ხელემძღვანელი ივანიშვილი. მისი კოორდინირებით ამ გაუბედურებული, გაღატაკებული ქვეყნიდან 3 მლრდ. გაედინება ოფშორულ ზონებსა და სხვა აზარტულ მსოფლიო ქვეყნებში,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


close დახურვა